fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთში საქართველოს საელჩო 7 აპრილს დაგეგმილ ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისების ფარგლებში, 2020 წლის 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენა.
აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways” და მასზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება 5 აპრილს, თბილისის დროით 10:00 საათზე კომპანიის ვებ-გვერდზე.
აღნიშნული რეისი განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის დაცვით და მგზავრთა განლაგება მოხდება ე.წ. ჭადრაკისებრი პრინციპით.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო სამედიცინო კარანტინს.