fbpx
პოზიტივი

დედა, რომელმაც კირიაკოს მიცოტაკის, შვილის გამო, თხოვნით მიმართა და პრემიერმა აკრძალვაში გამონაკლისები შეიტანა

პოზიტიური და გულისამაჩუყებელი ამბის შესახებ Protothema.gr იუწყება. როგორც უკვე ცნობილია, დღესდღეობით საბერძნეთში გარეთ სეირნობისა და ცურვის აკრძალვა მოქმედებს, მითუმეტეს, რამდენიმე ადამიანის თავშეყრა ერთად. ამის გამო, გარკვეული სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც მათი ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს. ერთ-ერთი ასეთია იანისი, რომელსაც აუტიზმი აქვს და დაწესებული აკრძალვების გამო მისი ყოველდღიურობა შეიცვალა.

როგორც მისი დედა ამბობს, გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ფეისბუქ გვერდზე მიეწერა და სთხოვა, რომ გამონაკლისები დაეშვა, რადგან თავის აუტისტ შვილს სჭირდება მინიმუმ ორი ადამიანი, რათა წავიდეს სასირნოდ და ზღვაზე, მხოლოდ ხანდახან და შეასრულოს გარკვეული რუტინა – ეს ყველაფერი, ცხადია, მას გადაუდებლად სჭირდება.

24 საათზე ნაკლებ დროში მიცოტაკი ქალს თავად დაუკავშირდა და დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ შეიტანდა ცვლილებებს და ამის შესახებ ტელევიზიით თავად მოისმენდა.

დღეს საღამოს კი, ნიკოს ხარდალიასმა მართლაც გამოაცხადა, რომ გამონაკლისები დაიშვება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებათ საშუალება წავიდნენ, როგორც სანაპიროზე და სასეირნოდ, ასევე, გაჰყვეს მათ იმდენი ადამიანი, რამდენიც ეს აუცილებელია.

მომხდარით აღელვებული დედა წერს, რომ მისი იანისი მთელი ცხოვრება ისედაც კარანტინში ცხოვრობს და იქიდან გასვლას ვერც შეძლებს: “მინდა, რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვირო, რომ ბედნიერი ვარ! ვგულისხმობ: ბედნიერი! მაგრამ კიდევ ერთი რაღაც… ჩემი იანისი, პირველად ცხოვრებაში, გრძნობს, რომ პრივილიგირებულია!” 

onalem

ტესტ