fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია სამი კრიმინალის ფოტოებს ავრცელებს, რომლებმაც მამაკაცი მძევლად აიყვანეს და მოკლეს

საბერძნეთის პოლიცია სამი კრიმინალის ფოტოებს ავრცელებს, რომლებსაც ბრალი უმძიმეს დანაშაულში ედებათ. 11 მარტს მათ საკუთარი თანამემამულე გაიტაცეს და მისი ოჯახისგან, შანტაჟის გზით, გამოსასყიდს ითხოვდნენ.

ინციდენტი თივაში მოხდა. სამივე დაკავებული პაკისტანის მოქალაქეა. მათ სასტიკად მოკლეს ასევე პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც მანამდე მძევლობაში ჰყავდათ, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებდნენ გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახისგან თანხის მოთხოვნას.

მათ მიერ დასახელებული თანხა 10.000 ევრო იყო.

გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შენახვა/ტარება.

onalem

ტესტ