fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ტესტი მაღაზიებში და სუპერმარკეტებში შესასვლელად თუ არ ავიცრებით?!

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრმა და პროფესორმა, ხარალამბოს გოგომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც აცრას არ აპირებს, შესაძლოა გარკვეული კანონები დაწესდეს. ეს ცხადია, ამ ეტაპისთვის მხოლოდ მისი მოსაზრება და რეკომენდაციაა, მაგრამ არ გამოირიცხება სამომავლოდ რეალობადაც იქცეს.

“თუ არ ავიცრებით, შეუძლებელია კონტროლის გარეშე გადავაადგილდეთ, თუნდაც სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში. ამიტომ უნდა შევიდეთ ე.წ. კონტროლის რეჟიმში, რაც გულისხმობს ტესტის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ძნელია კვირაში ორჯერ ტესტის გაკეთება, რათა უბრალოდ საყიდლებზე წავიდეთ, მაგრამ სხვა გზა არ რჩება.

არ შეიძლება სუპერმარკეტში შევიდეს ადამიანი, რომელიც დელტა შტამით არის ინფიცირებული და გაავრცელოს ვირუსი გარშემო, გადასდოს ის თუნდაც მათ, ვინც ვაქცინირეულია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ტესტირება. 

იდეალურ შემთხვევაში, შემოდგომაზე, ვიდრე დაიწყება ფართომასშტაბიანი აქტივობები, მოსახლეობის 60%-70% უნდა იყოს აცრილი ორივე დოზით. აცრილები იქნებიან თავისუფალნი, ხოლო დანარჩენებს შესაძლოა მოუწიოთ სირბილი, ტესტის გასაკეთებლად, რომ შევიდნენ დახურულ მაღაზიებში,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ