fbpx
კრიმინალი

ლეროსი: შვილებზე მოძალადე მშობლების დიდი საიდუმლოებები

სოციალური მუშაკი, რომელიც კუნძულ ლეროსზე მუშაობს ბოლო დროის ყველაზე შოკისმომგვრელი საქმის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დახმარებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ითხოვდნენ, თუმცა, არაფერი გაკეთდა.

კერძოდ, ვასო ევაგელუ აცხადებს, რომ მასთან მშობლები 25 მაისს, 09:30 საათზე მივიდნენ და ფსიქოტროპული პრეპარატები სთხოვეს, რათა 14 წლის გოგონასთვის მიეცათ. მათი თქმით, მოზარდი ცუდად იყო და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ევაგელუ ჰყვება, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვი გასაუბრებისას, ის დაძაბული იყო და მუდმივად თავის მშობლებს უყურებდა, ხმის ამოღებისაც კი ეშინოდა. მან დაარწმუნდა მშობლები, რომ გოგონა საავადმყოფოში გადაეყვანათ, რადგან ერთ-ერთი შეხვედრისას მან ფერი დაკარგა და არანაირი საუბარი აღარ ესმოდა. თუმცა, ექიმებმაც კი ვერაფერი შენიშნეს.

“მის თვალებში დიდ შიშს ვხედავდი. მას არცერთი შეხვედრისას არ მოუყოლია ჩემთვის, რომ საკუთარი მამა აუპატიურებდა. მას ეშინოდა მშობლების, რომლებიც ოფისის გარეთ ელოდებოდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მაგრამ იმას, რაც ახლა გავიგეთ, უბრალოდ ვერ ვიჯერებ. სამწუხაროდ, კუნძულზე ასეთი კიდევ ხუთი შემთხვევაა, რომელსაც პოლიცია სწორედ ახლა იძიებს,” აცხადებს სოციალური მუშაკი.

ამის შემდეგ ბავშვების და მათი ზრდასრული გონებრივად ჩამორჩენილი ვაჟის ტანჯვა კიდევ ერთი წელი გაგრძელდა. ცოლ-ქმარი საიდუმლოდ და საკმაოდ მოხერხებულადაც, ინახავდა თავიანთ არაადამიანურ მოპყრობას შვილების მიმართ, რომელსაც ფარდა სწორედ ახლა აეხადა.

გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ