fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ლელა წურწუმიას მიერ ათენში გამართული კონცერტის შეფასება (ფოტო/ვიდეო)

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ათენში ინტენსიურად ჩამოდიან ქართველი ხელოვანები და იმართება კონცერტები. ანრი ჯოხაძე, ნინო ჩხეიძე, ალილო, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ლაშა ღლონტი, თემურ წიკლაური, ლელა წურწუმია და ა.შ. ეს მომღერალთა ჩამონათვალია, რომლებიც საბერძნეთს ეწვივნენ და კონცერტები ანშლაგით ჩაატარეს.

თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ გავაშუქებთ იმ კონცერტს, რომელიც ლელა წურწუმიამ 8 ოქტომბერს ათენის თეატრ “ელინიკოს კოსმოს”-ში ჩაატარა, ორგანიზატორ ავთანდილ კაკაბაძის დახმარებით.

ფაქტია, რომ წინა კონცერტები სხვადასხვა საშუალო დონის დარბაზებში ჩატარდა, თუმცა, ლელა წურწუმიას კონცერტის ორგანიზატორმა ავთანდილ კაკაბაძემ მრავალი სიახლე შემოიტანა.

თეატრი “ელინიკოს კოსმოს” ერთ-ერთი მაღალი კლასის თეატრია, რომელიც გამოირჩევა კომფორტით, ათასადგილიანი დარბაზით, დიდი სცენით, საუკეთესო აკუსტიკით, პარკინგით და მდიდრული დიზაინით.

დარბაზის თანამშრომლები, რომლებიც ხალხს უთითებდნენ, თუ სად უნდა დამსხდარიყვნენ, მათი ბილეთების მიხედვით. დაცვის თანამშომლები, რომლებიც დარბაზში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.. ბერძენი მოცეკვავეები, რომლებმაც ლელას სიმღერებზე ცეკვები დადგეს, კონცერტი, რომელიც პარალელურად შუქდებოდა სოციალური ქსელების მეშვეობით იმ ადამიანებისთვის, ვინც დასწრება ვერ მოახერხა. დამსწრე სტუმრები, როგორებიც არიან: თამთა, ანრი ჯოხაძის და, მაგდა ჯოხაძე, საქართველოს კონსული საბერძნეთში, საქართველოს პოლიციის ატაშე საბერძნეთში, კომპანია Intel Express-ისა და სამშენებლო კომპანია Sky Development-ის წარმომადგენლები, უამრავი ბერძენი მსმენელი.. ეს ის “კადრებია”, რომლებსაც ახლოდან იხილავდით.

ლელა წურწუმია კი ნამდვილი ქართველი ლედი. მან არა მარტო იმღერა, არამედ ხალხთან უშუალო კონტაქტში შევიდა, სცენიდან ჩავიდა და მაყურებელთან სურათები გადაიღო. ასევე, ემიგრანტებს მიმართა პირდაპირ სცენიდან და აღნიშნა, თუ როგორი დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებს საქართელოს ფეხზე დგომაში.

ფაქტია რომ, ორგანიზატორმა ავთანდილ კაკაბაძემ კონცერტების ორგანიზების ახალი ერა შექმნა. შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულებული ენახა.

ასე რომ ვიმედოვნებთ, სხვა ორგანიზატორებისთვის ბოლო კონცერტი სამაგალითო იქნება და მათ შორის შეიქმნება ჯანსაღი კონკურენცია, რადგან კონკურენცია არის ის, რაც თითოეული მომავალი კონცერტის ხარისხს ავტომატურად აწევს.