fbpx
საზოგადოება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კირიაკოს მიცოტაკი ბერლინში მიიწვია

საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აგვისტოს დასასრულს ბერლინს ეწვევა. აღნიშნული ოფიციალური განცხადება გერმანული პრესის მიერ დღეს გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, მერკელმა მიცოტაკის ტელეფონის საშუალებით არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ბერლინში მიიწვია. თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერმა მერკელს მადლობა გადაუხადა და შეხვედრა აგვისტოს ბოლოსთვის დაიგეგმა, ზუსტი თარიღი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კირიაკოს მიცოტაკი პრემიერის რანგში პირველად კვიპროსს ესტუმრება და იქ სამ დღეს დაჰყოფს, 20-22 ივლისი.

კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა მას ასევე ტელეფონით მიულოცა და გუშინვე დადასტურდა, თუ როდის ეწვევა მიცოტაკი კუნძულოვან სახელმწიფოს.

onalem

ტესტ