fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენი ემიგრანტი, რომელმაც 600.000 დოლარი მოაგროვა და საკუთარ ქვეყანას ახმარს

ბერძენი მამაკაცი, თანასის პალეოლოღუ უკვე 92 წლისაა და ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა. მან საკუთარი ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, რადგან, როგორც ყველას, ჰქონდა იმედი, რომ უკეთეს ბედს იპოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ასეც მოხდა.

ხანში შესვლასთან ერთად გადაწყვიტა, რომ მშობლიურ მიტილინზე დაბრუნებულიყო და საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის მოეხმარებინა ის, რაც წლების მანძილზე აგროვა.

გავრცელებული ინფორმაციით 92 წლის პალეოლოღუმ ემიგრაციაში მუშაობის პერიოდში 600.000 ევრო მოაგროვა და მას შემდეგ, რაც მიტილინზე დაბრუნდა, მთლიანი თანხა ეგეოსის უნივერსიტეტს გადაურიცხა. როგორც მამაკაცი ამბობს, მას სურს ხელი შეუწყოს განათლებას საკუთარ ქვეყანაში, რომლის მიღების საშუალებაც თავად არასოდეს ჰქონია.

ამჟამინდელი ცნობებით, დონაციის საკითხს უნივერსიტეტის საბჭო განიხილავს და სავარაუდოდ, თანხა ბიბლიოთეკის განახლებას მოხმარდება, რომელიც სასწავლო დაწესებულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

onalem

ტესტ