fbpx
ემიგრაციული სიახლეები

განსაკუთრებული მოტივის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონის)მიღება

4251 / 2014 წლის კანონი
განსაკუთრებული მოტივის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონის)მიღება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იმყოფებით საბერძნეთში 3 წელი და ხართ შემოსული საბერძნეთის ვიზით (ვიზა გაცემულია საბერძნეთის საკონსულოს მიერ) თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა, იმ შემთხევაში თუ არ ხართ საბერძნეთის ვიზით შემოსული, საჭიროა ქონდეთ რაიმე ბოლო 7 წლის განმავლობაში დამადასტურებელი დოკუმენტი, (მაგალითად: საბანკო გზავნილები)

2017 წლის 28 მარტს გამოიცა 4251/2014 კანონის გამნარტება:

საემიგრაციო კოდექსისი მიზანია არაფორმალურ დასაქმებასთან ბრძოლა და ლეგალიზაციის აღდგენა.
ის ფაქტი რომ ემიგრანტები თავის ქვეყნებში ახორციელებენ ფულად გზავნილებს, დახასიათებულია ევროკავშირისგან როგორც ერთ-ერთი გზა არალეგალური მიგრაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
დოკუმენტაცია რომელიც ამტკიცებს მჭიდრი კავშირს ქვეყანასთან შეიძლება ჩაითვალოს ფულადი გზავნილები.
მესამე ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ჩამოსულია კონკრეტულ ქვეყნებიდან, როგორც მაგ: საქართველო, ფილიპინები და ა.შ. მათი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე არ ეძლევათ იმის საშუალება რომ დაამტკიცონ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი.

ფულადი გზავნილებით შეუძლიათ დაამტკიცონ არალეგალურად მყოფმა ემიგრანტებმა მუშაობა ქვეყანაში.
იმისათვის რომ, ზემოთ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს და უზრუნველყოფილ იქნას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ლეგალიზება, კერძოდ ეკონომიური ემიგრანტების, რომლებმაც დაკარგეს ლეგალურად ცხოვრების უფლება (ვერ გააგრძელეს ბინადრობის ნებართვა-ადია დიამონის) ან შემდგომ შემოვიდნენ ქვეყანაში (7 წლის წინ მინიმუმ ან საბერძნეთის ვიზით 3 წლის წინ), ცხოვრობენ და მუშაობენ ქვეყანაში არალეგალურად, მიზანმიმართულია მიენიჭოთ ბინადრობის ნებართვა, რა თქმა უნდა თუ აღინიშნება სისტემატიური გზავნილები სერტიფიცირებული დაწესებულებებიდან, ასევე რომ არ იყვნენ შეზღუდულნი და ხელმისაწდომი ექნათ სოციალური უზრუნველყოფა და მომსახურეობა, როგორც ჯანდაცვასა და განათლების სისტემაში, რაც აუცილებელია თოთოეული ადამიანის პიროვნულ განვითარებისათვის და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიეცეთ შესაძლებლობა რომ იმოგზაურონ ლეგალურად თავის ქვეყნებში.

ეს თავის მხრივ ხელს უშლის დაჯგუფებებს, რომლებიც ავრცელებენ ყალბ დოკუმენტაციას ემიგრანტებზე.
განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება ფულადი გზავნილების ამონაწერზე, რამეთუ თავიდან აცილებულ იქნას დოკუმენტის (ფულადი გზავნილების, ამონაწერის) გაყალბება.

ზემო აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
• მოქმედი პასპორტის ყველა გვერდის ასლი
• 3 ბიომეტრიული ფოტოსურათი და (CD)
• 300 ევროიანი მოსაკრებელის ქვითარი, და 16 ევროიანიმოსაკრებელის ქვითარი, (პარავოლო)
• ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი შემოსვლიდან განცხადების შეტანამდე (საბანკო გზავნილები) (მინიმუნ ბოლო 7 წლის)
• დამატებითი მტკიცებულების სახით სასურველია წარადგინოთ: საშემოსავლო დეკლარაცია ან სადაზღვევო მარკები (ენსიმები) ან სამედიცინო ცნობები ან ნებისმიერი ბერძნულენოვანი დოკუმენტი.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ზემო აღნიშნული ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონი) მისაღებად ან დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ რეგიონალურ ადმინისტრაციას (პერიფერიაში) ან დაუკავშირდეთ იურიდიულ კომპანიას Advalaw რომელიც მდებარეობს ათენში, სოფოკლეუს 7-9 (პლატია კოძიას გვერდით).