fbpx
საბერძნეთი

დღეს უფასო შესვლა აკროპოლზე, სხვა არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში

დღეს, ნოემბრის თვის პირველ კვირას, საბერძნეთის არქეოლოგიურ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შესვლა სრულიად უფასოა. ცხადია, უფასოდ შეგიძლიათ ეწვიოთ და მოინახულოთ დიდებული აკროპოლიც.

რატომ?!

5 ნოემბერს არ აღვნიშნავთ არანაირ დღესასწაულს, უფასო შესვლა უკავშირდება პროგრამას, რომელიც ძალაში შედის ნოემბრიდან და ძალაშია მარტის თვემდე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, რომ ყოველი თვის პირველ კვირას უფასოდ ეწვიოთ ზემოთ აღნიშნულ ადგილებს. აპრილის თვიდან ეს პროგრამა ძალას კარგავს, ვინაიდან იწყება ტურისტული სეზონი.

*აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უფასო შესვლას არ ექვემდებარება აკროპოლის მუზეუმი და ეს დებულება ეხება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს.

გარდა თვის პირველი კვირებისა, შესაძლებელია, რომ უფასოდ ეწვიოთ აკროპოლსა და მუზეუმებს:

28 ოქტომბერს
6 მარტს
18 აპრილს
18 მაისს
სექტემბრის თვის ბოლო შაბათ-კვირას.

 

onalem

ტესტ