fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ათენსა და თესალონიკში ხალხის მოძრაობას ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

როგორც უკვე ცნობილია, 23 მარტის 06:00 საათიდან ძალაში შევიდა გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთ ადამიანს მთელი საბერძნეთის მასშტაბით არ აქვს უფლება გავიდეს გარეთ, თუკი ამის კონკრეტულ მიზეზს არ დაასახელებს.

აღნიშნული კანონის დარღვევისთვის თითოეული პირი 150 ევროთი დაჯარიმდება. როგორც ცნობილია, პირველი ჯარიმები უკვე გამოიწერა კუნძულ ხიოსზე.

ქუჩებში სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს, თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს სრული მეთვალყურეობა, მთავრობა ათენსა და თესალონიკში უშვებს ვერტმფრენებსა და დრონებს, რომლებიც ზედა ხედით დააფიქსირებენ მიმდინარე მდგომარეობას.

დრონებისა და ვერტმფრენების საშუალებით მოხდება უკეთესი კონტროლი და სამართალდამცველებს ექნებათ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ მოახდინონ შესაბამისი და დროული რეაგირება.

onalem

ტესტ