fbpx
კრიმინალი

“დედამისს უთოთი სცემდა, სახლიდან გაყვანა ვცადე, მაგრამ მამამისმა გვესროლა” – ტრაგედია თესალონიკში

თესალონიკში დატრიალებული ოჯახური ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც ცნობილია, 63 წლის მამაკაცმა 32 წლის ვაჟი მოკლა, რადგან მისი მხრიდან მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ოჯახის მეგობარი, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, პოლიციას და მედიას ჩვენებას აძლევს:

“ეს ტრაგედიაა. ოჯახში იყო მუდმივი დაპირისპირება. იმ დროს ახალგაზრდა დედამისს უთოთი სცემდა, მისი მეუღლე კი სწორედ ამ დროს მოვიდა. ამის შემხედვარემ მოთმინება დაკარგა. ვცდილობდი 32 წლის ბიჭი სახლიდან გამეყვანა და იქაურობისგან გამერიდებინა. ჩემი სახლისკენ მიმყავდა, მაგრამ ამ დროს მამამისი იარაღით გამოვიდა და გვესროლა. ის თავიდან ხელში დაიჭრა და ვცდილობდი სახლში შემეყვანა, მაგრამ შემდეგ ისევ გვესროლა და ეს უკვე სასიკვდილო აღმოჩნდა. მეც მომხვდა ტყვიები, მაგრამ მსუბუქად.

ეს ბიჭი არ ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა,” ამბობს ის.

თავად 63 წლის მამაკაციც აცხადებს, რომ შვილი მასზე და მის მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა და თავის გაკონტროლება ვეღარ შეძლო.

 

onalem

ტესტ