fbpx
ჯანმრთელობა

კიდევ ერთი იშვიათი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცი 1 თვეზე მეტია კორონავირუსით არის ინფიცირებული

როგორც, კრეტის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგოს სურვინოსი აცხადებს, ეს არის კიდევ ერთი უიშვიათესი შემთხვევა, რომელიც საბერძნეთში ფიქსირდება. როგორც ცნობილი გახდა, პაციენტი, უკვე 1 თვეზე მეტია, რაც კორონავირუსით არის ინფიცირებული და მისი განკურნება ვერ ხერხდება.

როგორც სურვინოსი ამბობს, მამაკაცი სახლის პირობებში, იზოლაციაში იმყოფება და არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა, ტესტები, რომლებიც კორონავირუსზე ამ დრომდე უტარდებოდა, ყველა დადებითს აჩვენებს. ის იზოლაციაში დარჩება იქამდე, სანამ ტესტის პასუხი უარყოფითი არ მოვა.

როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსის გენეტიკური მასალა იმდენად გამძლეა, რომ ადამიანის ორგანიზმს დიდი ხნის მანძილზე არ ტოვებს, მაგრამ მისი არსებობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც გამოვლინდა, როდესაც 50 წლის მამაკაცს ვირუსი 40 დღე გაჰყვა და ოთხივეჯერ ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო.

ყველა აღნიშნულ ინციდენტს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია იკვლევს.

onalem

ტესტ