fbpx
ჯანმრთელობა

“ხალხი სახლებიდან გამოვა, მაგრამ გარკვეული პირობებით” – ბერძენი პროფესორი იმედებს ორ წამალზე ამყარებს

როგორც ინფექციურ დაავადებათა პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა ΣΚΑΪ-სთან საუბარში განაცხადა, აპრილი განსაკუთრებულად რთული თვეა და მოსახლეობამ დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მთავრობას დაემორჩილოს. სიფსასი განმარტავს, რომ ზომები რომც მოიხსნას, ხალხი სახლებიდან გამოვა, მაგრამ მაინც იარსებებს გარკვეული პირობები და მითითებები. ყველაფერი ვერ იქნება ზუსტად ისე, როგორც ადრე იყო.

პროფესორი დიდ იმედებს ამყარებს ორ მედიკამენტზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს. პირველი არის რემდესივირი, ხოლო მეორე ხლოროკინი. აქედან პირველის მეცნიერული შესწავლა უკვე მე-3 ფაზაშია ანუ მთავრდება და აპრილში შედეგები ცნობილი გახდება, ხოლო ხლოროკინი ჯერ კიდევ დავის საგანია.

“მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ნივთიერება კვლევის ქვეშაა. მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი მედიკამენტი აღმოჩნდა შედარებით შედეგიანი. თუკი ოფიციალურად დადასტურდება, რომ აქედან რომელიმე წამლის გამოყენება შესაძლებელია ამ ვირუსის წინააღმდეგ, მაშინ ის მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება და მჯერა, რომ ზაფხულის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება.

ყველაზე კარგი სცენარი ის არის, რომ შემოდგომაზე ხელში გვექნება წამალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება,” აცხადებს ნიკოს სიფსასი.

onalem

ტესტ