fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

დახმარება უმუშევრებს საბერძნეთისგან – გეკუთვნით თუ არა 720 ევრო?!

ისინი, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს და აქვთ 60 “ენსიმა”, ამასთანავე OAEΔ-ისგან არ იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, მთავრობისგან ეკუთვნით საერთო ჯამში 720 ევრო, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ 240 ევროს ოდენობით გადაეხდებათ.

ბენეფიციარი აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული უმუშევრად ΟΑΕΔ-ში.

საბერძნეთში ლეგალურად მყოფი უმუშევარი ემიგრანტები ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ აღნიშნული დახმარება, თუკი აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს.

მსურველებმა განაცხადები შეიძლება შეავსონ ΚΕΠ-ში ან ელექტრონულად ΟΑΕΔ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.oaed.gr/

საჭირო საბუთები:

  1. წლიური საშემოსავლო ფურცელი – Εκκαθαριστικό
  2. უმუშევრობის დამადასტურებელი ძალაში მყოფი დოკუმენტი
  3. საბანკო ანგარიშის ნომერი – ΙΒΑΝ

onalem

ტესტ