fbpx
საზოგადოება

აკის პეტრიძიკისი მამა გახდება? შეფი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

Real News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი შეფი, აკის პეტრიძიკისი შვილს ელოდება. ცხადია, მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა იციან მისი პირადი ცხოვრების და იმ ქალის შესახებ, რომელიც გვერდით ჰყავს, მაგრამ პატივს სცემენ მის სურვილს და არ საუბრობენ დეტალებზე.

თავად აკიმ სოციალური ქსელის საშუალებით ერთგვარად დაადასტურა ეს ინფორმაცია, რომ შვილს ელოდება. თუკი, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ამას დადასტურება დავარქვათ. მან ატვირთა ფოტო, რომელზეც გამოსახულია პატარა ბიჭი, რომელსაც უკავია პიცა და აწერია: “იტვირთება”. ეს ნიშნავს, რომ მართლაც რაღაცას უნდა ველოდოთ.

მისი მეგობრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აკი განსაკუთრებით ბედნიერია, გაზეთი კი წერს, რომ ის მალე ბიჭის მამა გახდება.

onalem

ტესტ