fbpx
საზოგადოება

“ჩემს გამოსაცვლელ ოთახში ჩაწეული შარვლით შემოდიოდა, მაიძულებდა, მისთვის მეკოცნა” – პეტროს ფილიპიდისს კიდევ სამი ქალი უჩივის

მას შემდეგ, რაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტროს ფილიპიდისი მსახიობ გოგონას სექსუალურ კავშირს სთავაზობდა, მთავარი როლის სანაცვლოდ, მის წინააღმდეგ საჩივრების ცუნამი წამოვიდა. წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს მინიმუმ 15 ქალი, რომელიც მისი მხრიდან მსგავსი სახის ძალადობაზე საუბრობს.

ამჯერად გაბედულება გამოიჩინეს მსახიობებმა: ანა-მარია პაპახარალამბუმ, ლენა დროსაკის, პინელოპი ანასტასოპულომ და დეტალურად აღწერეს ის მძიმე წუთები, რომლებიც ფილიპიდისთან თანამშრომლობის დროს გამოსცადეს.

“ჩემს გამოსაცვლელ ოთახში ჩაწეული შარვლით შემოდიოდა, ისე რომ კარზე არ აკაკუნებდა. მის გამოსაცვლელშიც იყო საპირფარეშო, მაგრამ ჩემსაში შემოდიოდა და შარდავდა ისე, რომ დამენახა, რადგან სწორედ მის უკან ვიჯექი,” ამბობს პაპახარალამბუ.

“მემუქრებოდა, რომ თუ არ ვაკოცებდი, ვერ გავივლიდი გამოცდებს, როგორც სტუდენტი,” ასეთია ლენა დროსაკის ჩვენება.

“მელაპარაკებოდა და საკუთარ სასქესო ორგანოებს ეფერებოდა,” შოკისმომგვრელია პინელოპო ანასტასოპულუს გამოცდილებაც.

პეტროს ფილიპიდისს უჩივიან აგელიკი ლამბრი, ძენი ბოცი და ლუკია მიხალაც.

შეგახსენებთ, რომ ფილიპიდისი საავადმყოფოდან უკვე გაწერს, მისი ჰოსპიტალიზაცია კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ინსულტის ნიშნები დაუფიქსირდა.

onalem

ტესტ