fbpx
საზოგადოება

კონტროლი საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში – რამდენი ადამიანი დააჯარიმეს ნიღბის უქონლობის გამო

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა ნიღბის ტარება, ჩვენი და სხვების ჯანმრთელობის დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსაზღვრულია ჯარიმა 150 ევროს ოდენობით.

არსებული მონაცემების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, საბერძნეთში მოსახლეობის უმეტესობა კანონს იცავს და არ გადაადგილდება ნიღბის გარეშე, თუმცა, იკვეთება მცირე რაოდენობის დარღვევებიც.

გაჩერებებსა და თავად ტრანსპორტშიც სიტუაციას მუნიციპალური პოლიცია აკონტროლებს და კანონდარღვევების რიცხვი ასე გამოიყურება:

ატიკაში – 15 ადამიანი დაჯარიმდა 150 ევროთი

ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე 8 ადამიანი

კრეტაზე 2 ადამიანი

დასავლეთ საბერძნეთში 1 ადამიანი

ხოლო აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკის ტერიტორიაზეც მხოლოდ 1.

გარდა ამისა, 5.000 ევროთი დაჯარიმდა 7 ბიზნესდაწესებულება, რომელიც აკრძალვის მიუხედავად ფუნქციონირებდა. დააკავეს რამდენიმე პირიც.

საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდება კორონავირუსის ეპოქაში და მისი გავრცელების მასშტაბები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

onalem

ტესტ