fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ციკლონი “ზორბას” მესინიას დაატყდა თავს (ვიდეო)

ქვეყნის პირველი რეგიონი, რომელიც ახალმა ციკლონმა დააზარალა, მესინიაა.

როგორც tharrosnews.gr-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, აზვირთებულმა ტალღებმა კალამატას სანაპიროს გადაუარა. დიდი პრობლემები შეიქმნა ფინიკუნდას მიმდებარე ტერიტორიებზეც.

მესინიას ციკლონი შაბათს შუაღამეს  დაატყდა თავს. კალამატას სანაპიროზე შეზლონგებისა და ქოლგების უმეტესობა უკვე ალაგებული ჰქონდათ.

Theme 104.6-თან საუბრისას პილოსის მერმა, დიმიტრის კაფანტარისმა განაცხადა: “ვითარება საკმაოდ რთულია, საზღვაო ზოლი დანგრეულია და ნავების გადაადგილება შეუძლებელია.”

სინოპტიკოსთა ვარაუდით, მესინიას ყურეში ქარი გაძლიერდება და მისი სიჩქარე 8 ბალს მიაღწევს.

გუშინ, კალამატას რეგიონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპეციალური სხდომა, რის შემდეგაც მზადყოფნა გამოცხადდა მოსალოდნელ საფრთხეთა თავიდან ასარიდებლად და ციკლონის შედეგად გაჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

onalem

ტესტ