fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მეხანძრე ცეცხლთან ბრძოლის დროს ტრაგიკულად დაიღუპა

ლიმნოხორის პატარა სახანძრო განყოფილება ერთ-ერთი მეხანძრისთვის, რომელიც ორი შვილის მამა იყო, ტრაგედიის ადგილად გადაიქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, უიღბლო მეხანძრემ მაღალი ძაბვის კაბელი გადაჭრა, რის შედეგადაც, ძლიერი შოკი მიიღო დენის დარტყმისგან. ამ დროს, 44 წლის მეხანძრე, თავის 7 კოლეგასთან ერთად ბალახზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

მეხანძრე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე.

ცოტა ხანში, საბერძნეთის მეხანძრეთა ასოციაციამ, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 44 წლის მეხანძრე გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ