fbpx
კრიმინალი

ბერძენი ექიმი პაციენტებისთვის ფულის გამოძალვისა და თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კალიმნოსზე დააკავეს ბერძენი ექიმი, რომელიც საჯარო საავადმყოფოში მუშაობდა.

არსებული ცნობებით, მამაკაცი პაციენტებისგან, ქრთამის სახით, დიდი რაოდენობით თანხას იღებდა და სანაცვლოდ სახლის პირობებში მკურნალობას სთავაზობდა. პოლიციაში შესული საჩივრის საფუძველზე ოფიცრებმა თანხა მონიშნეს და როდესაც ექიმმა ის აიღო, ფაქტზევე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა პოლიციისგან დასხლტომა და თანხის გადამალვა სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ის საკუთარ თანამშრომლებზე ფიზიკურ ძალადობაშიც არის ბრალდებული.

onalem

ტესტ