fbpx
საზოგადოება

თამთა სექსუალური შევიწროვების შესახებ: “მაშინ უნდა მეთქვა ყველაფერი, ახლა მიზეზი აღარ მაქვს”

თამთამ მედიასთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ქალთა გვერდით დგას, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს მათ წინააღმდეგ, ვინც შოუ ბიზნესისა თუ სამსახიობო სფეროში სექსუალურ და ფსიქიკურ ძალადობას ახდენდნენ ან ახლაც ახდენენ მათზე.

“ძალიან მიხარია, რომ ქალები ალაპარაკდნენ. ამ ისტორიებში აშკარა მწუხარებაა. დრო იყო, რომ ყველაფერი გასაჯაროვებულიყო. ეს არის საჭირო, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ჭკუა ისწავლოს და მეტი იფიქროს. ძალიან ვამაყობ ყველა ამ ქალბატონითა და მამაკაცით, რომელიც გამოვიდა და ისაუბრა თავის მტკივნეულ გამოცდილებაზე, მხარს ვუჭერ მათ.

მეც დამმართვნია ისეთი რაღაცები, რაც მაწუხებდა, ძირითადად ჩემს საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი. შემდეგ ფიქრდები, თუ რა მოხდა და ხვდები, რომ მსგავსი რამეები არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად. ხვდები, რომ ეს იყო შეცდომა და მაშინ უნდა მელაპარაკა ამ ყველაფერზე, ახლა აღარ მაქვს არანაირი მიზეზი. ეს ყველაფერი განათლებიდან იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობდნენ საკუთარი უფლებების შესახებ.”

onalem

ტესტ