fbpx
საბერძნეთი

ათენში მდებარე ეკლესია მრევლს სწრაფი ტესტის საფასურს უფარავს, რომ ტაძარში შევიდეს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ათენში, კერძოდ, გიზიში მდებარე ეკლესია საკუთარ მრევლს სწრაფი ტესტის საფასურს უხდის, რათა შიგნით შესვლა შეძლოს.

მას შემდეგ, რაც ახალი ზომების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ეკლესიის მოძღვარმა განაცხადა, რომ მრევლს შეუძლია იქვე მდებარე აფთიაქში მივიდეს და სწრაფი ტესტები პარასკევსა და კვირას გაიკეთოს.

აღმოჩნდა, რომ ხალხი არაკეთილსინდისიერად იქცევა და ტესტებს სხვა მიზნებისთვის იყენებენ, თუმცა, ეკლესია აცხადებს, რომ მათ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ და სურთ, რომ არ არსებობდეს ბარიერი, რომელიც ტაძრებში შესვლაში ხელს შეუშლით.

“ხალხს ვუმარტივებთ მდგომარეობას, რათა არ ჰქონდეთ მიზეზები, არ თქვან, რომ ეკლესიიდან ვყრით. ყველა მოვა სალოცავად, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვით,” ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, ეკლესია არიგებს ბროშურებს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე ეკისრება თითოეულ ადამიანს.

 

 

 

onalem

ტესტ