fbpx
კრიმინალი

ათენი: სროლა კამერების წინ სააპელაციო სასამართლოსთან

დღეს, 12 მაისს ათენის ცენტრი პანიკამ შეიპყრო. მამაკაცმა სააპელაციო სასამართლოსთან, კამერების წინ იარაღი ამოიღო და ჰაერში სროლა დაიწყო. ინციდენტი ტელევიზიის გადამღები ჯგუფის კამერების წინ მოხდა, რომელიც 26 წლის სტუდენტის, მარიოს პაპაგეორგიუს მკვლელობასთან დაკავშირებულ პროცესს აშუქებდა.

მამაკაცი ტელევიზიასთან სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით საუბრობდა, რა დროსაც მან იარაღი მოიმარჯვა და ჰაერში სროლა დაიწყო. ის მარიოს დედას ჩაეხუტა, შემდეგ ისევ დაბრუნა კამერებთან და სროლის გაგრძელება სცადა, თუმცა, იარაღში ტყვიები ამოეწურა. სროლის დასრულების შემდეგ მან შემთხვევის ადგილის დატოვება სცადა.

კრიტიკულ მომენტში პოლიციას არ გამოუხატავს რაიმე წინააღმდეგობითი რეაქცია და არც მისი დაჭერა უცდიათ. ის მოგვიანებით დააკავეს.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი დაღუპული სტუდენტის ნათესავია.

onalem

ტესტ