fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: ძარცვა, სექსუალური შევიწროვება და თავდასხმა სტუდენტებზე

ძარცვა, თავდასხმები, ნარკოტიკები, სექსუალური შევიწროვება …  ეს ის ყველაფერია, რაც ზოგრაფუზე მდებარე უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებს ყოველდღიურად აწუხებთ. იქაურობა კრიმინალის ბუდედ არის ქცეული.

დღეს დილით უნივერსიტეტის პროფესორი ტელეკომპანია ANT1-ზე გამოვიდა და შოკისმომგვრელი განცხადებები გააკეთა, თუ რისი ატანა უწევთ სტუდენტებს. კერძოდ, მან გაიხსენა ბოლოს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ტაქსის მძღოლი ორ გოგონას დაესხა თავს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი, უბრალოდ, დიდი სირცხვილია.

პროფესორმა მოუწოდა სტუდენტებს, ლექტორებსა და იქ მომუშავე სხვა ადამიანებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილებისას.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ