fbpx
საზოგადოება

ათენი: დამლაგებელმა ბერძენ ქალს ცილისწამებისა და ხელფასის დაკლებისთვის 7.100 ევრო გადაახდევინა

ბერძნულმა სასამართლომ ათენის ერთ-ერთ მდიდრულ გარეუბანში მომუშავე დამლაგებელი ქალის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მას საკუთარი დამსაქმებელი 7.100 ევროს გადაუხდის, რადგან მუშაობის მანძილზე თანხას სათანადოდ არ უხდიდა, შანტაჟში ადანაშაულებდა და საბოლოოდ უმიზეზოდ გაათავისუფლა კიდეც.

როგორც ცნობილი გახდა, დამხმარე ქალი კიფისიაში მდებარე მდიდრულ სახლში მუშაობდა, რომელიც 200 კვადრატული მეტრია. სამუშაო კონტრაქტში გაფორმებული ჰქონდა, რომ უნდა ემუშავა კვირაში 5 დღის მანძილზე, თუმცა, სახლის მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ მისთვის მხოლოდ ერთი დღის თანხა გადაეხადა და სასამართლოში ამტკიცებდა, რომ თავდაპირველადვე ასე შეუთანხმდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ამ გარეუბანში, ბავშვები კერძო სკოლაში დადიან და ქალის მეუღლე ორი კომპანიის პრეზიდენტია.

პროცესზე მან დამლაგებელ ქალს ცილიც დასწამა და ამბობდა, რომ მისი შვილების თვალწინ საკუთარ პარტნიორს უხამს თემებზე ესაუბრებოდა, რის გამოც ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეირყა. ამასთანავე, ამბობდა, რომ ემუქრებოდა, რომ თუ სამუშაოდან გაათავისუფლებდა, გაანადგურებდა.

ცხადია, მის მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვის დამამტკიცებელი საბუთი არ აღმოაჩნდა, რის გამოც სასამართლომ, სამუშაო კონტრაქტის დარღვევისა და ხელფასის გადაუხდელობის გარდა, ცილისწამებაშიც დასდო ბრალი. ეს ყველაფერი კი, დაახლოებით 7.100 ევროს “დაუჯდება”.

საბოლოო გადაწყვეტილებით, საერთო ჯამში დამხმარე ქალი თანხას კანონიერად მიიღებს, რადგან მას მწყობრში ჰქონდა ყველანაირი საბუთი და სამართლიანად უჩიოდა დამსაქმებელს. სახლის პატრონმა ქალმა კი ვერ დაასახელა ვერცერთი შესაბამისი მიზეზი, რის გამოც ის სამსახურიდან დაითხოვა.

დამლაგებელი მორალური ზიანისა და თანხის გადაუხდელობის გამო, კომპენსაციის სახით, 7.100 ევროს მიიღებს.

onalem

ტესტ