fbpx
ემიგრაციასაქართველო

მალე ახალი ინიციატივა პარლამენტში – ქართველებს ევროკავშირში გაფრენამდე მკაცრად შეამოწმებენ!

ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის დამატებითი ზომები უნდა მიიღოს.

უახლოეს დროს საქართველოს პარლამენტში შევა ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო შემოწმების შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში გაფრენამდე. აღნიშნული ინიციატივა არალეგალური მიგრაციის პრევენციას ემსახურება, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვა მიიღეს (180-დან საერთო ჯამში 90 დღით). უვიზო რეჟიმის უარყოფითი შედეგი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იქნება, არის გამგზავრებამდე შემოწმება, რაც, ვთვლი, რომ სისტემის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. განხილვა მოხდება პარლამენტში. ასევე ვმსჯელობთ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დახმარების საკითხზე, რომ ეფექტური შედეგი გვქონდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემა კვლავ აქტუალურია. ამასთან ჰარცელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. გამკაცრდა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნათა დამრღვევების მიმართ. ყველა ხარჯი, დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა რეადმისიასთან, თავად გამოძევებულ მოქალაქეებს დაეკისრათ. გამკაცრდა ასევე გვარის შეცვლის პროცედურა.

გარდა ამისა, პარლამენტმა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნა ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიზნით საქართველოს მოქალაქეთა სხვა ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა.

მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით 337,4 ათასჯერ ისარგებლეს. 1,9 ათას შემთხვევაში მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვათ

 

onalem

ტესტ