fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი – საბერძნეთში კვლავ გვალვის ტალღაა მოსალოდნელი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო კვირაში ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და გვალვის ახალი ტალღა გველის.

რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, როგორც ჩანს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ გადააჭარბებს 40 გრადუსს და რამდენიმე რეგიონში ოთხშაბათიდან 42 გრადუსიც კი დაფიქსირდება.

როგორც მეტეოროლოგები აცხადებენ, მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება პარასკევამდე მაინც.

ათენში 14 ივლისს მოსალოდნელია მაქსიმუმ 38 გრადუსი, როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება.

რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერი მაქსიმუმ 35 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ