თოვლით დაფარული საბერძნეთი
ცენტრალური და ჩრდილოეთ საბერძეთის უმეტესი ტერიტორია თოვლმა დაფარა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შობამდე ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს.
თესალიისა და მაკედონიის რამდენიმე რეგიონეში სამშაბათის შემდეგ გადაუღებლად თოვს. მანქანები გზაზე არიან გაჩერებული და მთიანი ტერიტორიებისკენ წასასვლელად გზების გახსნას ელოდებიან.
თოვლის საფარი შეინიშნება ასევე ქალაქებში ლამიასა და ლარისაში, პარნითას მთაზე და ათენის ჩრდილოეთ ნაწილში.
საგზაო პოლიცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან შობისთვის მოსახლეობა განსაკუთრებული სიხშირით გადაადგილდება.