fbpx
ემიგრაციული სიახლეები

2017 წლის მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შესული ფულადი გზავნილების მოცულობამ 11.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2017 წლის მაისში საქართველოში შესული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 280.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან სულ საქართველოში გადაირიცხა 34.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ლიდერი ქვეყნებს შორის საბერძნეთია 11.7 მლნ აშშ დოლარით , რომელსაც მოყვებიან იტალია 11.7 მლნ აშშ დოლარით , ესპანეთი 3.1 მლნ აშშ დოლარით, გერმანია 2.8 მლნ აშშ დოლარით , გაერთიანებული სამეფო 1.4 მლნ აშშ დოლარით და საფრანგეთი 1.2 მლნ აშშ დოლარით.
არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველობას არ თმობს რუსეთის ფედერაცია, საიდანაც საქართველოში გადარიცხულმა გზავნილებმა 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აშშ- დან გადაირიცხა 12.1 მლნ აშშ დოლარი, თურქეთდან 10.0 მლნ აშშ დოლარი , ისრაელიდან 9.4 მლნ აშშ დოლარი, უკრაინიდან 2.1 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანიდან 1.4 მლნ აშშ დოლარი, ერაყიდან 1.3 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთდან 1.1მლნ აშშ დოლარი.
საერთო ჯამში საბერძნეთიდან საქართველოში გადარიცხული თანხის ოდენობა მესამე ადგილზეა რუსეთის ფედერაციიდან და აშშ -დან გადარიცხული თანხების შემდგომ.
მასალა მომზადებულია და წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია აღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში გავრცელებული ინფორმაციიდან .