fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: ემიგრანტი 49 წლის მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობისას დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ემიგრანტი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, 49 წლის მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა და შენობას ღებავდა, რა დროსაც დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ის სწრაფად გადაიყვანეს ჯანმრთელობის ცენტრში დახმარების აღმოსაჩენად, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალება დაადასტურეს, რადგან უკვე გვიან იყო.

ბერძნული მედია არ წერს, თუ რა წარმშობისაა მამაკაცი.

მიკონოსის პოლიციის განყოფილებამ საქმე აღძრა და მიმდინარეობს გამოძიება, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების წესები მშენებლობისას და ზუსტად რა პირობებმა გამოიწვია მამაკაცის ვარდნა, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა.

onalem

ტესტ