fbpx
საბერძნეთი

Hellenic Train თითოეული დაღუპულის ოჯახს 42.000 ევროს ურიცხავს, თუმცა, განმარტავს, რომ ეს არ არის პასუხისმგებლობის აღების გამოხატულება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, Hellenic Train ტემპიში დაღუპული თითოეული ადამიანის ოჯახს კომპენსაციის სახით 47.000 ევროს ურიცხავს. პარალელურად, კომპანია განმარტავს, რომ ეს არ არის მათი მხრიდან პასუხისმგებლობის აღების გამოხატულება, არამედ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განსაკუთრებული სოლიდარობისა და სოციალური სენსიტიურობის მიზეზებიდან გამომდინარე, ასევე, ევროპული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს მსგავსი სარკინიგზო კატასტროფების შემთხვევებში.

კომპანია 57 ადამიანის ოჯახს დაურიცხავს 47.000 ევროს, ხოლო მათ, ვინც გადარჩა, მაგრამ სხეულის დაზიანებები მიიღო, გადაეცემათ 5.000 ევრო. რაც შეეხებათ მათ, ვინც მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, დაერიცხებათ 10.000 ევრო.

ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ მზავრებმა დაკარგეს შინაური ცხოველები და საკუთარი ბარგი, თითოეული მათგანი მიიღებს 300 ევროს, კომპენსაციის სახით.

onalem

ტესტ