fbpx
საბერძნეთი

ხვალ დაკეტილი იქნება მეტროსადგურები “ომონია”, “სინდაღმა”, “პანეპისტიმიო” – მატარებლები გაჩერების გარეშე ჩაივლიან

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ ათენში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. 11:00 საათისთვის კლავთმონოს მოედანზე ხალხი შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს.

პოლიციის ბრძანების საფუძველზე დაკეტილი იქნება შემდეგი მეტროსადგურები: “ომონია”, “პანეპისტიმიო”, “სინდაღმა”. აღნიშნულ სადგურებში მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე.

მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია, რომ მეტროს სამივე ხაზი იმუშავებს 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო ავტობუსები და ტროლეიბუსები 09:00-დან 21:00 საათამდე.

ათენის ცენტრალური გზები გადაკეტილი იქნება საპროტესტო აქციების გამო.

onalem

ტესტ