fbpx
მსოფლიო

25 წლის შემდეგ პირდაპირი რეისები კვლავ ათენი-ბოსტონის მიმართულებით

ბოსტონში, Logan-ის აეროპორტში დღეს სპეციალური ღონისძიება მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ბოსტონსა და ათენს შორის პირდაპირი რეისების აღდგენა აღნიშნეს.  Delta Airlines ამ ორ ქალაქს 25 წლის შემდეგ კვლავ დააკავშირებს ერთმანეთთან.

აღნიშნულ აეროპორტში საბერძნეთის დროშა ასწიეს და ეროვნული ჰიმნიც გაისმა, მოგვიანებით კი, შესრულდა ტრადიციული ბერძნული ცეკვები.

Delta Airlines რეისებს ათენიდან ბოსტონის მიმართულებით და პირიქით კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. ბოსტონის მასშტაბით დაახლოებით 150.000-მდე ბერძენი ცხოვრობს, ხოლო პირველ რეისზე ხომალდი 100%-ით შეივსო.

 

onalem

ტესტ