fbpx
კრიმინალი

25 წლის ბერძენმა გოგომ სუპერმარკეტში პროდუქტები ჩანთაში ჩაიწყო და გადაუხდელად გასვლას გეგმავდა

როგორც ცნობილი გახდა, ეს 25 წლის ბერძენი გოგოს მუდმივი საქმიანობა იყო, თუმცა, ბოლო ჯერზე არ გაუმართლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ვოლოსის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიდა და კალათში მხოლოდ 2-3 პროდუქტი ჩადო, ხოლო საკუთარი ჩანთა გაავსო და მხოლოდ ამ 3 პროდუქტისთვის აპირებდა გადახდას.

თანამშრომლებმა მისი ქმედებები შენიშნეს და მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე. ადგილზე პოლიცია მობილიზდა და ახალაგზრდა ქალს ჩანთიდან 20 ევროს ღირებულების პროდუქტები ამოუღეს.

ირკვევა, რომ მან სუპერმარკეტის სხვა ფილიალიდან წინა ჯერზე 183 ევროს ღირებულების პროდუქტები მოიპარა.

მას ძარცვის მუხლით გაასამართლებენ, გამოძიება კი გრძელდება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას ჩადენილი კიდევ სხვა დანაშაულები.

onalem

ტესტ