fbpx
კრიმინალი

17 წლის ბიჭი გაიტაცეს, გააუპატიურეს და მის ოჯახს ფული გამოსძალეს – საბერძნეთის პოლიცია კრიმინალების ფოტოებს ავრცელებს

საბერძნეთის პოლიცია ორი უცხოელი კრიმინალის ფოტოებს და ვინაობას ავრცელებს, რომელთაც ბრალად თავიანთი თანამემამულის გატაცება, მისი ოჯახის შანტაჟი და საბოლოოდ არასრულწლოვნის გაუპატიურება ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინეს, როდესაც 17 წლის პაკისტანელი მოტყუებით გაიტაცეს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ორი დღის მანძილზე შენობაში ამყოფებდნენ და მისი ოჯახისგან, გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვდნენ.

24 და 28 წლის მამაკაცები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ 17 წლის მოზარდს და აიძულებდნენ თანსაცმელი გაეხადა. მას ასევე ემუქრებოდნენ, რომ გაუპატიურების სცენას, რომელიც მათ ტელეფონით გადაიღეს, ინტერნეტში გაუვრცელებდნენ.

საბოლოოდ, ორდღიანი წამების შემდეგ, მათ ოჯახისგან დიდი თანხა მიიღეს და 17 წლის პაკისტანელი გაათავისუფლეს.

ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია.

ჰედარ მუჰამად არსლანი, დაბადებული 1995 წელს პაკისტანში

ვაჰაბ აბდული, დაბადებული 1991 წელს პაკისტანში.

onalem

ტესტ