fbpx
კრიმინალი

ვინ არიან ბერძნები, რომლებიც ხალხს მოტყუებით ბანკის ვალს აღებინებდნენ?!

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ოთხი ბერძენი ფოტოებს, რომელთაც ბრალად თაღლითობა ედებათ. ისინი 2013 წლიდან ხალხს ატყუებდნენ და სახელმწიფო ბანკებიდან დიდი რაოდენობით ვალს აღებინებდნენ. მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 20 ადამიანია.

კერძოდ, ისინი არიან:

იატროპულუ ხარიკლია, დაბადებული კომოტინში.

მავროპულო კონსტანტინოს, დაბადებული 1974 წელს კილკიში.

კარაიანიდი ავრაამ, დაბადებული 1968 წელს თესალონიკში.

ციროიანი ლამბრინი, დაბადებული 1968 წელს შტუტგარდში, გერმანია.

ერთ-ერთი მათგანი თავს ადვოკატად ასაღებდა. ისინი თავდაპირველად მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ, არჩევდნენ ხალხს, რომლებიც ფინანსური პრობლემებით იტანჯებოდნენ და სთავაზობდნენ გამოსავალს. გამოსავალი კი, ცხადია, მათი უარეს მდგომარეობაში ჩაყენება იყო.

ისინი მოქმედებდნენ მთელი საბერძნეთის მასშტაბით. მას შემდეგ, რაც მსხვერპლის ნდობას მოიპოვებდნენ, მათ სხვადასხვა საბუთებს სთხოვდნენ, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

 

onalem

ტესტ