fbpx
ეკონომიკა

იჩქარეთ! მიიღეთ სოციალური დახმარება საბერძნეთის მთავრობისგან 21 დეკემბრამდე!

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს უფლება აქვთ შეავსონ განაცხადი სოციალური დახმარების მისაღებად. განაცხადის შევსების ბოლო ვადა 21 დეკემბერია.

როგორც ცნობილია, ათობით ათასმა ბენეფიციარმა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა, როგორც ბერძნული მედია ავრცელებს, ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით:

  1. მათ არასწორად ან არასრულყოფილად შეავსეს განაცხადი.
  2. მათ, სავარაუდოდ, არ აქვთ დაზღვევა.
  3. მათ AMKA-ს ნომერი არაზუსტად მიუთითეს.
  4. მათ აქვთ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები.

მედია იუწყება, რომ მათ, ვისაც აღნიშნული პრობლემების გამო უარი ეთქვათ თანხის მიღებაზე, შეუძლიათ განაცხადი თავიდან, ბუღალტრის მეშვეობით ან დამოუკიდებლად შეავსონ და ამისთვის კიდევ 5 დღე აქვთ.

თანხების დარიცხვა 21 დეკემბერს შეწყდება. თუმცა, მათ, ვისი განაცხადებიც ხარვეზების გამო უარყვეს, თანხა ანგარიშზე 28 დეკემბრისთვის დაუჯდებათ.

ვებ-გვერდი, სადაც მონაცემები უნდა შეავსოთ: www.koinonikomerisma.gr

onalem

ტესტ