ათენში ქართული სწრაფი კვების ობიექტი “თონე” გაიხნსა. გაიცანით Tone – Eco Bakery

ათენში, სწრაფი კვების ქართული ობიექტი “თონე” (Tone – Eco Bakery) გაიხსნა. ადგილზე შეგიძლიათ მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა ინდიგრიენტებით დამზადებული უგემრიელესი ქართული პურ-ფუნთუშეული.

“თონე”-ს მფლობელების მიზანია კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ სწრაფი კვების ობიექტებს და მომხმარებელს შესთავაზონ კომფორტული გარემო და საინტერესო, სხვა სწრაფი კვების ობიექტებისაგან განსხვავებული მენიუ. ყავასთან, ჩაისთან და გამაგრილებელ სასმელებთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მომზადებული პურ-ფუნთუშეული, უსაფუარო ხელნაკეთი პური, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპური, ქათმის ღვეზელი, კარტოფილის ღვეზელი, სოკოს ღვეზელი და სხვა გემრიელობები.

თუ სამსახურში ან სახლში მიიჩქარით, შეგიძლიათ ჩვენი კომფორტულად შეფუთული საკვები თან გაიყოლოთ. 10 მარტიდან კი ადგილზე მიტანის სერვისი ამოქმედდება. თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ ახარნონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ და უმოკლეს დროში მიირთვათ თქვენთვის სასურველი სასმელები და პურ-ფუნთუშეული. ჩვენ ვზრუნავთ პროდუქციის და მომზადების უმაღლეს ხარისხზე, გვეწვიეთ, თვალი ადევნეთ კერძების მომზადების სრულ პროცესს და თავად დარწმუნდით.

თუ განსაკუთრებული დღისთვის ემზადებით მზად ვართ დაგეხმაროთ და თქვენს სუფრაზე ჩვენ ვიზრუნოთ.

მისამართი: ახარნონის 189, ათენი
ტელეფონი: 210 8628479
სამუშაო საათები: 08:00 – 22:00
facebook: https://www.facebook.com/toneecobakery

იხილეთ მენიუ