fbpx
საზოგადოება

ათენის სანაპიროები ნავთობისგან სრულიად გაწმენდილია!

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით სარონიკის ყურე ჩაღვრილი ნავთობისგან სრულიად გაწმენდილია. “მოსახლეობას სანაპიროებზე გასვლა თავისუფლად შეუძლია,” ამბობს ნეკტარიოს სანტორინიოსი.

კერძოდ, როგორც საზღვაო პოლიტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რათა დეტალურად შეესწავლათ მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები და ზღვაში ნავთობის არსებობის ინტენსივობა განესაზღვრათ.

საერთო ჯამში 25 კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებიც ასეთია: “სარონიკის ყურე ნავთობისგან გაწმენდილია. ზღვაში ცურვა ყველას თავისუფლად შეუძლია, რადგან ეს უკვე უსაფრთხოა. დაბინძურების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა სალამინასთან, ასევე გლიფადასა და ელინიკოს ტერიტორიაზე.

გამოძიება ჩატარდა 92 მეტრის სიღრმეზეც კი და ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ახლა წყალი იგივე მდგომარეობაშია, ვიდრე ტანკერის ჩაძირვამდე იყო.”

onalem

ტესტ