ათენი: ალიმოს ტერიტორიაზე 14 წლის ბიჭი მანქანას ემსხვერპლა

ტრაგედია ალიმოს ტერიტორიაზე, პოსიდონოს ქუჩაზე მოხდა. 14 წლის ბიჭი გზის გადაკვეთას ცდილობდა.

კერძოდ, ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში 14 წლის მოზარდი სანაპიროსთან მდებარე ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა.

მან სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც სასწრაფოდ “აგია სოფიას” ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა ბევრი იბრძოლეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა, ბიჭი გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევის დეტალებს კალითეის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

melano

ტესტ