fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ამინდი იცვლება – წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთში

ხვალიდან, 22 ნოემბრიდან, საბერძნეთში ამინდი იცვლება და დღევანდელი სიცხის შემდეგ, წვიმა და ძლიერი ქარი გველის.

კერძოდ, ხვალიდან ძლიერი წვიმა ძირითადად მოსალოდნელია დასავლეთ საბერძნეთში და შუადღიდან ფენომენი გავრცელდება სპორადესის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსისა და კრეტას ტერიტორიებზე.

ნალექს თან ახლდება ძლიერი ქარი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაზე. ამას გარდა, იონიის კუნძულებზე მოსალოდნელია პერიოდული სეტყვაც.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში იმერყევებს -2-დან 13 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 0-დან 18 გრადუსამდე, ეპირუსში 2-დან 17 გრადუსამდე, თესალიაში 2-დან 18 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 8-დან 17 გრადუსამდე, კრეტაზე კი 5-დან 20 გრადუსამდე.

ატიკაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, შესაძლოა შუადღის შემდეგ ვიხილოთ ნალექიც. დილის საათებში ხილვადობა ზოგიერთ ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება. ჰაერი 11-დან 18 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც თანდათან მოიმატებს და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები. დილით ადრე და ღამით ხილვადობა შეზღუდული იქნება. ტემპერატურა ქალაქის ცენტრში 7-დან 15 გრადუსამე იმერყევებს.

onalem

ტესტ