fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან, 17 იანვრიდან, საბერძნეთში ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს – საბერძნეთში ზამთარი არ ჩანს

საბერძნეთში ნამდვილი ზამთრის სუსხი ჯერ კიდევ არ გვიგრძვნია და როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, როგორც ჩანს, ამ კვირაში არც უნდა ველოდოთ.

სინოპტიკოთა პროგნოზით, ხვალიდან, 17 იანვრიდან, ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს და ზოგიერთ რეგიონში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება. ამ ყველაფრის მიზეზი ატმოსფეროში გაბატონებული სამხრეთის ქარებია, რაც განაპირობებს საბერძნეთში თბილი ჰაერის მასების შემოჭრას.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური გვპირდება, თბილი ამინდი მინიმუმ ხუთშაბათამდე შენარჩუნდება, ანუ 19 იანვრამდე.

რაც შეეხება ზღვის ტერიტორიებს, ასევე იქროლებს სამხრეთის ქარი, რომლის ძალაც 6-7 ბალს მიაღწევს, ხოლო ოთხშაბათიდან კიდევ უფრო გაძლიერდება და მიაღწევს 7-8 ბალს.

17 იანვრიდან ჰაერში მტვრის კონცენტრაციაც მოიმატებს.

onalem

ტესტ