fbpx
საზოგადოება

ვინ წარადგენს საქართველოს 2020 წლის ევროვიზიაზე?!

საქართველოს „ევროვიზია 2020“–ზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს –სწორედ ის გახდა მუსიკალური პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებული.

ყიფიანი 65–ე სასიმღერო კონკურსში მონაწილეობისთვის ნიდერლანდებში გაემგზავრება. სწორედ აქ გაიმართება „ევროვიზია 2020“ 2019 წელს დუნკან ლოურენსის გამარჯვების წყალობით.

ფილარმონიის დარბაზში „საქართველოს ვარსკვლავის” ფინალურ შოუში თორნიკე ყიფიანმა შეასრულა სიმღერა Alice In Chains – Love, Hate, Love.

თორნიკესთან ერთად პროექტის ფინალისტები იყვნენ ბარბარე სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე. ყველა კონკურსანტმა მიიღო საჩუქარი პროექტის სპონსორებისგან, მათ შორისაა საფრანგეთში ვოკალის შესწავლა.

თორნიკე ყიფიანისთვის ეს მეორე გამარჯვებაა. 2016 წელს მან გაიმარჯვა პროექტში X-Factor. ამ პროექტის შემდეგ ის განსაკუთრებით შეუყვარდა ქართველ მაყურებელს. „საქართველოს ვარსკვლავის“ მიმდინარეობისას ის, პრაქტიკულად, ყველა ეთერის ვარსკვლავი იყო.

ყიფიანი პროფესიით არქიტექტორია. ბავშვობაში ვიოლინოზე უკრავდა, შემდეგ კი გიტარამ გაიტაცა.

onalem

ტესტ