fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

თურქული პროვოკაციები ზღვარს გადადის: სამთავრობო არხის ეთერში ეგეოსის კუნძულების წაღებაზე საუბრობენ

თურქული პროვოკაციები, როგორც ჩანს, უკვე ზღვარს გადადის, ვინაიდან სამთავროვო მედიის საშუალებით უკვე აშკარა მუქარებს ავრცელებენ. CNN Turk-ზე, ერთ-ერთ გადაცემაში, ბერძნულ-თურქულ ურთიერთობებსა და დაძაბულობაზე საუბრობდნენ, სწორედ ამ დისკუსიის დროს ჟურნალისტმა წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: “იქნებ ეგეოსის კუნძულები წავიღოთ.”

როგორც უკვე ცნობილია, პოლიტიკური კლიმატი კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც მიცოტაკი ამერიკას ეწვია, კონგრესზე ღიად ისაუბრა თურქულ პროვოკაციებზე და განაცხადა, რომ არ უნდა გადაეცეთ საბრძოლო ხომალდები. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ თურქული მედია თავად მიცოტაკის განცხადებებს უწოდებს “პროვოკაციულს” და განმარტავს, რომ საბერძნეთი ტყუილად ადანაშაულებს თურქეთს საჰაერო სივრცის დარღვევებში:

“მიცოტაკიმ ამერიკის კონგრესზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ სცადა, დაემალა, დარღვევები, რომლებსაც საბერძნეთი ახორციელებს თურქეთის საჰაერო სივრცეში. პარალელურად კი, აგრძელებს თურქეთის დადანაშაულებას იმაში, რასაც თავად სჩადის,” აცხადებენ სამთავრობო ქსელ HABER GLOBAL-დან.

onalem

ტესტ