fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის წყლებში მედუზის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობა მომრავლდა – რაზეა საუბარი?!

გასულ ზაფხულს საბერძნეთში საკმაოდ ბევრ სანაპიროზე კითხულობდა ხალხი, იყვნენ თუ არა კონკრეტულ ადგილას იისფერი მედუზები, წელს კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. როგორც ირკვევა, მსგავსი სახის მედუზები (Pelagia noctiluca) მომრავლდნენ ზაკინთოს, კეფალონიის, პაქსოს, კერკირას წყლებში.

“იისფერი მედუზების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით საკმაოდ არის გაზრდილი. ეს ის არის, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდით. აღნიშნული სახეობა მედუზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. შარშან ეს პრობლემა არსებობდა ესპანეთსა და იტალიაში, ახლა კი მასშტაბები გაფართოვდა და მოაღწია იონიის ზღვამდე. საბერძნეთში მათ ნამდვილად აქვთ გამრავლების კონკრეტული ადგილები, თუმცა, ჩვენ მათი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან ძალიან ღრმა ადგილებია და შესწავლა რთულია.

იისფერი მედუზების გამრავლება შეიძლება გადაჭარბებულ თევზჭერასთან და კლიმატის ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული,” ამბობს ბიოლოგი, ხრისტოს ტალკისი.

რა შეიძლება გამოიწვიოს იისფერი მედუზის დასუსხვამ:

• მოძრაობის შეუძლებლობა
• Წნევის ვარდნა
• ტაქიკარდია
• თავის ტკივილი, ღებინება
• დიარეა
• ბრონქების სპაზმი
• Ჰაერის უკმარისობა.

onalem

ტესტ