fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ბერძენმა პოლიციელმა ახალშობილი სიკვდილს გადაარჩინა

შემთხევვა თესალონიკში გუშინ, 22:30 საათზე მოხდა. ქალაქის ცენტრში მცხოვრებმა ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან მათმა ახალშობილმა გონება დაკარგა და სასიცოცხლო ნიშნებსაც კარგავდა. თუმცა, ექიმების მოსვლამდე, ადგილზე მივიდა პოლიციის ორი ოფიცერი, რომელთაგან ერთმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ჩვილი გონზე მოიყვანა. ისინი იმ დროს სახლთან ყველაზე ახლოს პატრულირებდნენ.

პოლიციას სასწრაფო დახმარების სამსახურიდან შეატყობინეს მომხდარის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა ზედმიწევნით კარგად იცოდა პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები. მან ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და ჩვილი მაშინვე გონს მოვიდა.

სახლში რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდა სამედიცინო პერსონალი, რომელთაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც განაცხადეს, რომ მას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება და რომ არა პოლიციელის სწრაფი მოქმედება, შესაძლოა უკვე გვიანი ყოფილიყო.

 

onalem

ტესტ