fbpx
საზოგადოება

“ჩემს ცხოვრებაში სიახლეა, თუმცა, ამ ყველაფრის დაცვას ვეცდები” – კატერინა კენურიუ

კატერინა კენურიუ ახალი ურთიერთობის დაწყების ეტაპზეა, თუმცა, ის დეტალებს მალავს და ამავე დროს, მეგობრების წრეში უარყოფს ჭორებს, რომ მისი რჩეული გიორგო ბითარაა.

მშვენიერი ტელეწამყვანი ცხოვრების ახალ ფურცელს შლის და ცდილობს ეს ყველაფერი იქამდე გამოსცადოს, ვიდრე საჯაროდ ისაუბრებს. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, კატერინა თავისი ურთიერთობების დეტალებს ყოველთვის სწრაფად ამხელდა და ამ ყველაფრის გამეორება ამჯერად აღარ სურს.

“მინდა ოჯახი შევქმნა. ჩემს ცხოვრებაში სიახლეა, მაგრამ ამ ყველაფრის დაცვას ვეცდები და იქამდე, სანამ ამაზე ვისაუბრებ, მინდა გამოვცადო და დავრწმუნდე, რომ ეს გასაჯაროვებად ღირს,”ამბობს ის.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის ბიზნესმენ გიორგო ბითარასთან დაწყვილდა, თუმცა, მისი თქმით, ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და ამაზე უკვე ისაუბრეს.

კატერინა აღიარებს, რომ ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო მომენტია, თუმცა, თევზის მდგომარეობას ირჩევს და დუმილს ამჯობინებს, რათა ბედნიერებით ისიამოვნოს.

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ის იმდენად შეყვარებულია, რომ მზად არის ოჯახი შექმნას.

onalem

ტესტ