fbpx
საზოგადოება

“თავის მეგობარს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, რომელმაც გაიგონა, როგორ ესროლა” – სასტიკი მკვლელობა მიტილინზე

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორებული იყო, თუმცა, 25 წლის მამაკაცი მას თავს არ ანებებდა. რა მოხდა მიტილინზე?!

როგორც ბერძნული მედია იუწყება, 25 წლის მამაკაცმა თავისი ყოფილი 24 წლის მეუღლე საწოლში მოკლა. ირკვევა, რომ ინციდენტისას გოგონა თავის ოთახში იყო და ტელეფონზე ესაუბრებოდა მეგობარს, რომელმაც გაიგონა, როგორ ესროლა მას. შემდეგ კი, ტელეფონში დუმილი იყო და ის მიხვდა, რაც მოხდა…

ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა 24 წლის ერატოს მამამ, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ გოგონას მეგობრისგან გაიგო, მან დაურეკა და უთხრა, რომ საუბრისას სროლის ხმა გაიგო და სთხოვდა ადგილზე სწრაფად მისულიყო:

“როცა სახლში მივედი, დაახლოებით ღამის 3 საათზე, პოლიციამ არ შემიშვა. უკვე ძალიან გვიანი იყო. ჩემი გოგონა მარტო იყო თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად.”

მისი მშობლები ვერ იჯერებენ, რომ ერატო ცოცხალი აღარ არის. თავის მხრივ მამაკაცის მშობლებიც შოკურ მდგომარეობაში არიან. ისინი ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილი ასეთ რამეს ჩაიდენდა და საკუთარ გოგონას დააობლებდა.

24 წლის ერატოს ფეისბუქის გვერდიდან ჩანს, როგორ აღმერთებდა ის თავის პატარა შვილს…

onalem

ტესტ