fbpx
საზოგადოება

“სკორდა, სასამართლოში შევხვდებით” – ვინ უჩივის ცნობილ ბერძენ ტელეწამყვანს

ფეი სკორდას მისამართით ბერძენ მომღერალს, ტრიადაფილოს ხაძინოკოლაუს სერიოზული პრეტენზიები აქვს. ის ტელეწამყვანს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

დღეს დილით სკორდას გადაცემაში ნატასა თეოდორიდუს ნიკოს მუცინასთან სტუმრობა განიხილეს. როგორც ფეიმ აღნიშნა, ტრიადაფილომ სოციალურ ქსელში ატვირთა თეოდორიდუს ფოტო, რომელზეც საკმაოდ უხეში და უღირსი სიტყვები ჰქონდა დაწერილი.

“ამ გადაცემაში ამ კაცის სახელის ხსენებაც კი არ მინდა,” სკორდას ნათქვამმა თანაწამყვანიც კი გააოცა.

თავის მხრივ, ხაძინიკოლაუმ სკორდას საკმაოდ მკაცრი მესიჯი გაუგზავნა და ამბობს, რომ იმისთვის, რაც გადაცემაში თქვა, სასამართლოში შეხვდებიან.

მომღერალი ამტკიცებს, რომ თეოდორიდუზე ცუდი არაფერი დაუწერია, რომ პირიქით, მას უნაკლო და უბერებელი უწოდა.

“მე არავისი მეშინია, რადგან არავისთვის არაფერი მივნია,” განაცხადა ტრიანდაფილოს ხაძინოკოლაუმ.

onalem

ტესტ